ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე გრიგოლეთში საკუთარ ეზოში წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კითხვები გააჩინა, განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მშენებლობის წამოსაწყებად ბანკიდან კრედიტის აღება დაჭირდა.
„ერთი სახლი ჩემმა ძმისშვილმა ააშენა და მისი საკუთრებაა, ხოლო მეორე _ ჩემი გახლავთ. კრედიტი მაქვს აღებული 130 ათასი ლარის ფარგლებში. ეს სესხი ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც მომავალ წელს შევავსებ, აუცილებლად იქნება ასახული. ზაზა ურუშაძე ის პიროვნება არაა, რომ ვერ მიხვდეს, რა და როგორ გააკეთოს. არაფერი გამიკეთებია უკანონოდ. დიახ, ავიღე სესხი და ავაშენე სახლი, ყველაფერი კანონიერი გზით მოხდა“, _ განმარტავს ურუშაძე მის კუთვნილ ეზოში წამოწყებულ მშენებლობებთან დაკავშირებით.