ჩოხატაურში, ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე, რომელიც გუშინ, 22 საათზე ღია იყო, ხალხმრავლობაა.
კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე წიქარიძის თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
კითხვაზე, რატომ იყო გუშინ ღია უბანი, წიქარიძეს პასუხი არ აქვს და ვარაუდობს რომ უბანი პოლიციელმა საპირფარეშოში შესვლის გამო გააღო:
_ უბნის გარეთ კი იმიტომ ნახეთ, რომ, ალბათ, ქაღალდის აღება უნდოდა მანქანიდან, _ გვითხრა წიქარიძემ.