რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #55 “ცენტრი 3“ უბანზე. კომისიის თავმჯდომარე თინათინ მეგრელიძე ამბობს, რომ მის უბანზე რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია:
_ ერთი ამომრჩეველი იყო მოსული, რომელსაც აერია უბანი და სხვა უბანზე მივიდა, სადაც დაანათეს, მას კი ეგონა მარკირება გაუკეთდა, სინამდვილეში დანათება მოხდა. იმ უბანზე არ შეუშვეს, რადგან ჩვენი ამომრჩეველი იყო. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი.