12 საათის მონაცემებით, ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქში, სადაც 18 304 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი 4787-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 26.15%-ს შეადგენს.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნები ყველა უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოლქში შესულია მხოლოდ ერთი საჩივარი, გოგოლესუბნის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, სადაც კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორობაზე.
“სხვა რაიმე სახის დარღვევა ამ ეტაპისთვის არ დაფიქსირებულა”, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას თემურ კუტუბიძემ.