ამ წუთებში ხმაური იყო ოზურგეთის #56 საარჩევნო უბანზე. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ფულის დარიგებაში დაადანაშაულა და ამომდჩევლის მოსყიდვაში დასდო ბრალი.
მისი თქმით, საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფ სამარშრუტო ტაქსში მსხდომი ადამიანები ფულს და სასმელს არიგებდნენ, რასაც სამარშრუტო ტაქსში მყოფი პირები არ ადასტურებენ.
ადგილზე მოვიდა ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა. შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძეც.