60/5 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის დაწერილი. “გურია ნიუსის“ ყოფნის დროს ასეთი ფაქტი დავაფიქსირეთ.
“28 წელი არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ხომ შეიძლება მივცე ხმა?“ _ იკითხა ამომრჩეველმა. ამომრჩეველმა თავისი არჩევანი გააკეთა და კომენტარი “გურია ნიუსთან“ ისაუბრა.
„48 წლის ასაკში დაქვრივდი და 28 წლის განმავლობაში, რაც არჩევნები ჩატარდა მონაწილეობა არც ერთში არ მიმიღია. რატომღაც, ახლა გადავწყვიტე. ბევრი მეუბნებოდა, რომ მომეხადა ჩემი ვალი ქვეყნის წინაშე და მოვედი“, _ გვითხრა ვერა დარჩიამ.
ვერა დარჩიამ არ გაგვიმხილა თუ ვის გულშემაკტივრობდა: “ყველამ იცის, ვისაც ვუჭერ მხარს“, _ გვითხრა ქალბატონმა ვერამ.