ლანჩხუთში, თითქმის ყველა საარჩევნო უბანის პერიმეტრზე სხვადასხვა მუნიციპალურ სამსახურში დასაქმებული პირები აკვირდებიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
პირველი საჯარო სკოლის წინ, სადაც ქალაქის #2 საარჩევნო უბანია, ერთდროულად კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა და სპორტის სამსახურების წარმომადგენები არიან შეკრებილები და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს აღნუსხავენ.