„პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქის #21 უბანზე, რომელიც სოფელ ნინოშვილშია, სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.
„გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანზე დაულუქავი დაბრუნდა, რაც საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლის მეათე პუნქტის დარღვევაა“, _ ამბობენ ლანჩხუთელი „პატრიოტები“.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „გურია ნიუსი“ საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელს თამარ ბისიეშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, საოლქო კომისია ამ დროისთის ფაქტს აზუსტებს.