60/16 დაბა ნასაკირალის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ტუნაძე იმყოფებოდა და უბნის ტერიტორიას აკონტროლებდა.
კითხვაზე _ რა მისიის იმყოფებოდა იგი საარჩევნო უბანზე? _ განაცხადა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა.
_ ხმა მივეცი და მივდივარ, _ გვითხრა ტუნაძემ, რომელიც, როგორც შემდეგ გავარკვიეთ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე არ იყო დარეგისტრირებული.
_ ტუნაძე ხმას ამ საარჩევნო უბანზე არ აძლევს, _ გვითხრა დაბა ნასაკირალის #16 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სულიკო ანთაძემ.