ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში გახსნილ 67-ე საარჩევნო უბანზე ამ წუთებში საკუთარი ხმა დააფიქსირა ოზურგეთის რაგბის ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა ხვიჩა თოლორდავამ, რომელიც უბანზე საკუთარი ქორწილის დღეს, ჯვრისწერის შემდეგ მივიდა.
როგორც ხვიჩა თოლორდავა ამბობს, არჩევნებზე ამ მისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს ხმის მისაცემად მივიდა იმიტომ, რომ უნდა ოზურგეთს ნათელი მომავალი ჰქონდეს.