ავტომანქანა, რომლითაც გადასატანი ყუთი გადააქვთ, ნახევრ საათზე მეტია, სოფლის ცენტრშია გაჩერებული.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ძიმითის საარჩევნო უბნიდან გამოსული ავტომანქანა, რომლითაც გადასატანი ყუთი გადააქვთ, ნახევარ საათზე მეტია, მამათის ცენტრშია გაჩერებული _ ამის მიზეზი ავტომანქანის დაზიანებაა.
ყუთი ავტომანქანაში დევს და კომისიის ორ წევრს აბარია, რომლებსაც დამკვირვებელი არ ახლავთ.
ძიმითის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ზურაბ გვიბორიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ყუთს პირადად „ყარაულობს“ და პრობლემა არ იქნება. მისივე თქმით, გადასატანი ყუთის წამოღების დროს არც ერთმა დამკვირვებელმა არ ისურვა წამოსვლა. კითხვაზე, რატომ მიაქვთ ძიმითიდან ყუთი მამათში, რომელიც ლანჩხუთის საარჩევნო კომისიას ეკუთვნის, გვიპასუხა, რომ ერთი ამომრჩეველი მამათში ცხოვრობს და მხოლოდ ესაა მათი შორ გზაზე გამგზავრების მიზეზი.