ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ #21 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დაულუქავი დაბრუნდა, არ დასტურდება.
„ფაქტის გადასამოწმებლად ნინოშვილის უბანზე საოლქო კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უბანზე კომისიის თითოეულ წევრთან გადავამოწმეთ, რომელთაც დაადასტურეს, რომ უბანზე გადასატანი ყუთი დალუქულ მდგომარეობაში დაბრუნდა. შესაბამისად, კანონდარღვევასაც ადგილი არ ჰქონია“, _ ამბობს ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილი.