ჩოხატაურის 62 საოლქო საარჩევნო კომისიის გორაბერეჟოულის 07 უბანზე ერთი ბიულეტენი აკლია.
რეგისტრატორ ნანა უნგიაძის მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ “ბიულეტენი ყუაზე მოხევის დროს გადააყოლა”:
_ ამას გვიან მივხვდი, დათვლის დროს, _ აღნიშნავს უნგიაძე.
როგორც გავარკვიეთ, ე. წ. „გადაყოლილი“ ბიულეტენი მაჟორიტარულია.
_ დათვლის დროს გამოჩნდება, სად არის. სავარაუდოდ, ერთ კონვერტში ორი ბიულეტენია. თუ ასე არ ექნება, ალბათ, სახლში ექნება და ჰქონდეს მერე. ვერაფერში გამოიყენებს, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას კომისიის წევრებმა.