სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი არჩილ მჭედლიშვილი საარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ხმა მისცეს ცხვარს.
”თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, არ ვემხრობი და არ ვიზიარებ ქალაქისა და თემის გაერთიანების ინიციატივას, ამიტომ პროტესტის ნიშნად ბიულეტენებში ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია”, _ წერს არჩილ მჭედლიშვილი.