რამდენიმე საათის წინ ლანჩხუთის პოლიციის სამართველოში სპეციალური ავტობუსით სამართალდამცველების მობილიზება მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სამართალდამცველთა მობილიზება პრევენციის მიზნით მოხდა.
„არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.