ოზურგეთის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დღეს ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების ხელისუფლების წარმომადგენლებს ფულის დარიგებაში ადანაშაულებდნენ. რამდენიმე უბანზე ამის გამო სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ., „ქართულმა ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს 100-100 ლარს ურიგებენ.
ამას კატეგორიულად უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომელთა თქმით, ოპონენტები მათი შეურაცხყოფით არიან დაკავებულები:
_ ყოფილი ძალოვნები, ოპოზიციური პარტიის კანდიდატების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები დადიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ჩანთებს გვიჩხრეკენ და სიორიძის ასლარიან ქალებს გვეძახიან, _ აღნიშნავენ „ოცნების“ წარმომადგენლები.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გავრცლებულ კადრებს _ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შვილმა თიკო შარაშენიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა ვიდეო წარწერით: “#56 უბანზე თეთრ სამარშუტო ტაქსში, რომელიც ჩანს ვიდეოში ხდებოდა თანხის დარიგება სიების მიხედვით.” ვიდეოს მონტაჟის გარეშე გთავაზობთ.