ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის ზემოსურების უბანი დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან ლომინეიშვილმა მოიგო _ მას 98 ხმა აქვს; “ოცნების” კანდიდატმა ოთარ სოროზანიშვილმა 65 ხმა მიიღო.; 44 ხმა აქვს “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს რომან ჯულაყიძეს, ხოლო 3 ხმა _ “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ნონა ბარამიძეს.
109 ხმა აქვს “ოცნების” მერობის კანდიდატს ირაკლი კუჭავას; 47 ხმა _ “პატრიოტების” კანდიდატს მაია კუტუბიძეს; 34 ხმა _ “ნაციონალების” კანდიდატს დიმიტრი კორიფაძეს; 23 ხმა “შენების მოძრაობის” კანდიდატს გოჩა მეგრელიშვილს, ხოლო 1 ხმა _ ვაშაძის პარტიის წარმომადგენელს ვალერიან მექვაბიშვილს.
რაც შეეხება პარტიის ხმებს, აქ 108 ხმა აქვს “ქართულ ოცნებას”; 47 _ “პატრიოტთა ალიანსს”; 23 _ “ნაციონალურ მოძრაობას”, 19 _ “შენების მოძრაობას”; 3 _ “ევროპულ საქართველოს”; 1 _ “ვაშაძე _ ახალი საქართველოს”.
ზემოსურებში სულ 265 ამომრჩეველია, აქედან არჩევნებზეე 218 მივიდა.