ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის შუასურების უბანი, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.
უბანზე ამ წუთებში დასრულდა მაჟორიტართა ბიულეტენების დათვლა და ამ შედეგებით 80 ხმა აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს იაშა შათირიშვილს, ხოლო 78 ხმა _ “ოცნების” კანდიდატს დავით ტრაპაიძეს.
შუასურებში მერობის კანდიდატების და პარტიის ბიულეტენები ჯერ არ დაუთვლიათ.