ხილის ჩირში თავმოყრილია ნატურალური ნივთიერებები და არ შეიცავს ცხიმს. გაშრობისას ხილი კარგავს მცირე რაოდენობით ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, პექტინებსა და უჯრედისებს, სამაგიეროდ, მისი კალორიულობა იზრდება: თუ 100 გ ყურძენი 75 კკალორიაა, 100 გ ჩამიჩი – 280.
კალციუმი ამაგრებს ძვლებსა და თმას, სახის კანს ანიჭებს სინორჩეს, მაგნიუმი აწესრიგებს წნევას, კალიუმი აუმჯობესებს გულისა და ნერვული სისტემის მუშაობას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.
ნატრიუმი და რკინა ხელს უწყობენ სისხლში ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას, უზრუნველყოფენ ორგანოებსა და ქსოვილებს ჟანგბადით. ერთი მუჭა ჭერმის ჩირი უზრუნველყოფს კალიუმის დღეღამურ ნორმას, 50გ ალუბლის ჩირი B ვიტამინისა და მაგნიუმის, ხოლო დღეში რამდენიმე ცალი შავი ქლიავის, ლეღვისა და უნაბის (შეიცავს საკვებ ბოჭკოს) ჩირი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.