საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე ხანძარმა 2 000 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად სახლი და ცხვრის სადგომი დაზიანდა.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ წვიმის და ტემპერატურის ვარდნის, ასევე, ქარის მიმართულების ცვლის შედეგად სოფლებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.