ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიამ 18 საჩივარი განიხილა. კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, აღნიშნული საჩივრები, ძირითადად, არჩევნების დღეს პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
“18 საჩივრიდან 2 არ განვიხილეთ, რადგან არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შედგენილი. დანარჩენი ეხბოდა პროცედურულ დარღვევებს.
აღნიშნულ უბნებზე, ზოგან _ კომისიის თავმჯდომარეს, ზოგან კი მდივანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა”, _ თქვა თენიეშვილმა.