სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი კვლავ ბრალდების ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. როგორც პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, დღესაც გააგრძელებენ სხვადასხვა ტელევიზიით 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით გადაცემული სიუჟეტების ჩვენებას, რომელიც ადასტურებს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებაში მიხეილ სააკაშვილის დანაშაულს და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
უკვე მესამე სხდომაა, რაც საჯაროდ გავრცელებულ მასალას ეცნობიან. ამით ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. დაცვას თავისი მტკიცებულებები არ აქვს. შესაბამისად, რეპლიკების და საბოლოო სიტყვების შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. როგორც ცნობილია, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები გია ალანია, ალექსანდრე რაჭავა მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური 2008 წელს შეიწყალა. მათ საპატიმროში მხოლოდ 2 წელი გაატარეს.