ცოტა ხნის წინ კომპანია “ფალკემ” მსოფლიოში ყველაზე ძვირი მამაკაცის წინდა წარმოადგინა – წყვილი 1 200 დოლარად!
ის მზადდება ვიკუნიას ბეწვით. რომ არ დაზიანდეს, ბეწვს არც ღებავენ.
წითელ წიგნში შეტანილი ვიკუნია არ შინაურდება, ანდებში 5500 მ სიმაღლეზე ბინადრობს და მისი ბეწვის მოპოვება მეტად ძნელია. მას სპეციალური პროგრამით იცავენ.
სხვათა შორის, ინკების ეპოქაში ვიკუნიას ბეწვს მხოლოდ არისტოკრატები იყენებდნენ.