სოსო ოხანაშვილი მექცა თავსატეხად _ ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მატროსოვის ციხესთან პატიმრობაში მყოფ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მეუფე დიმიტრის თქმით, ის “კურიერის” ეთერში სოსო ოხანაშვილის ჩვენების გასაჯაროების შემდეგ მის სიძეს ესაუბრა, თუმცა ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მასალების გასაჯაროებასთან საერთო არაფერი აქვს.
მეუფე დიმიტრის თქმით, მას ციხეში დეკანოზთან მძიმე საუბარი ჰქონდა, რომელიც მამა გიორგი მამალაძის ბიზნეს საქმიანობას ეხებოდა.
“მე ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული მამა გიორგი გამართლდეს,” – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა.
rustavi2.ge