რაციონალური და რეგულარული კვება ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ზედმეტი წონის დაკლებაში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ხერხით ორგანიზმიდან მავნე წიდების გამოდევნას. მათ შორის ერთ-ერთია დეტოქს-დიეტა, რომელიც შედარებით უფრო სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან არასასურველ და საშიშ წიდებს.
გარდა ამისა, განტვირთვის ამ ათდღიანი დეტოქს-დიეტის მენიუს პროდუქტებს აქვთ როგორც გამხსნელი, ისე შემკვრელი ეფექტი. ამიტომ გირჩევთ, ამ დიეტის მენიუს ელემენტები დაამატოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს.
1-ლი დღე: მცენარეული ზეთით შეზავებული კომბოსტოს, ჭარხლის, სტაფილოსა და მწვანილის სალათა. ვაშლის წვენი.
მე-2 დღე: 2 ვაშლი, კენკრიანი შვრიის ფაფა.
მე-3 დღე: 500 გ უცხიმო ხაჭო, 2 ვაშლი, 15 შავი ქლიავი
მე-4 დღე: 1 ვაშლი (შეიძლება შებრაწული), კენკრის სმუზი (კოქტეილი).
მე-5 დღე: მცენარეული ზეთით და მწვანილით (კამა, ხახვი, ოხრახუში) შეკაზმული წიწიბურას ფაფა.
მე-6 დღე: მწვანილით შეკაზმული მოხარშული ლობიო და მწვანე მუხუდო.
მე-7 დღე: წიწიბურა, ტოლმა, სტაფილო.
მე-8 დღე: ხაჭოიანი ვერმიშელი, ისპანახის, კამისა და ოხრახუშის სალათა. კენკრის კოქტეილი.
მე-9 დღე: დიეტური ბორშჩი ლობიოთი. კენკრის კოქტეილი.
მე-10 დღე: ხორბლის ფაფა, ხილის სალათა, ახალი ხილისა და კენკრის კომპოტი.