21 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერად ალექსანდრე სარიშვილი აირჩიეს, რომელიც ამ დრომდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა.
2017 წლის 1 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ სარიშვილი დედასთან და მამასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობს.
ამავე სოფელში, მემკვიდრეობით მიღებულ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს ფლობს ახალარჩეული მერის მამა, ბადრი სარიშვილი.
თავად ალექსანდრე სარიშვილის საკუთრებაში 2015 წელს, 5000 დოლარად შეძენილი, მსუბუქი ავტომანქანა “MITSUBISHI”-ია.
დეკლარაციის შევსების დროს, ალექსანდრე სარიშვილის “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 1327 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს, სარიშვილმა ხელფასის სახით 22100 ლარი მიიღო.
ამავე წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალიდან” 3000 ლარიანი სესხი აქვს აღებული.
გასულ წელს, ალექსანდრე სარიშვილის მამამ, მრავალწლოვანი ნარგავებიდან 9000 ლარის შემოსავალი მიიღო.