”ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს კეთილმოწყობილი და განვითარებული. ჩვენი სოფლები უნდა გაძლიერდეს და ეკონომიკურად წელში გაიმართოს. ადამიანები უნდა დასაქმდნენ და ოზურგეთს უნდა ჰქონდეს ძლიერი თვითმმართველობა. შემუშავებული გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პირობების გაუმჯობესების, დასაქმებისა თუ სხვა აქტუალური სფეროების მიმართულებით და თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა,” _ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved