“მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს,” _ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ქვეყნის პირველი პირი ამავე განცხადებაში საქართველოს ნაკრების კაპიტანს, რომელმაც ლგბტ სამკლაური გაიკეთა და ამის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, მხარდაჭერას უცხადებს:
“ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.
ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას” _ აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც განცხადებას თან გურამ კაშიას ფოტო დაურთო.