ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანი-შუასურების საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეწყერი დილის 5 საათზე ჩამოწვა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა ვერ შეძლო გზის გაგრძელება:
_ დროულად მოხდა ტექნიკის მობილიზება და დაიწყო ჩახერგილი გზის გაწმენდის სამუშაოები.
გზა უკვე გახსნილია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა შეძლო ბაზირების ადგილზე დაბრუნება, _ გვითხრეს გამგეობაში.
ამ დროისათვის სოფლის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.