ტრიქოლოგები (თმის ჯანმრთელობის შემსწავლელი სპეციალისტი) თმის სტრუქტურისა და მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ზუსტად ამბობენ, თუ როგორ იკვებებით. თმა “იმახსოვრებს” ყველაფერს: გადატანილ ქრონიკულ სტრესებს, ცუდ ეკოლოგიას, ულტრაიისფერ დასხივებას და ბევრ სხვას.
მკაცრი დიეტიდან 3 თვის შემდეგ თმის ბოლქვი იწყებს დეფორმირებას, იწყებს სწრაფად ცვენას და შეიძლება გამელოტებაც გამოიწვიოს. ასეც ხდება, რომ თმა “იძინებს” არა 3 კვირა, როგორც წესია, არამედ თვეობით და წელიწადიც კი. თმის ბეწვი თითქოს ცოცხალია, მაგრამ არ იზრდება.
რაც უფრო ადრე დაადგენთ დაზიანების მიზეზს, მით მეტი შანსია, შეინარჩუნოთ ლამაზი და ჯანმრთელი თმა. უპირველესად საჭიროა დაიცვათ წესები: სრულფასოვანად იკვებეთ, ყოველ წვრილმანზე არ ინერვიულოთ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ მიიღოთ წამლები. იძინეთ არანაკლებ 7-8 საათისა.
გარდა თმის მიზანმიმართულად მოვლისა, მეტად მნიშვნელოვანია ბალანსირებული რაციონი. თმის მთავარი საშენი მასალაა ვიტამინები, ცილები და ცხიმები. შეიძლება ითქვას, რომ ლამაზი თმის საიდუმლო საკვებშია.
გირჩევთ ხშირად მიირთვათ ვაშლი, კივი, ლიმონი, სტაფილო, ხორცი, თევზი, პარკოსნები, წიწიბურა, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, კაკალი, რძის ნაწარმი, ხილის ჟელე.