The Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს სათაურით _ “საქართველოს ფეხბურთის ვარსკლავს ლგბტ თემის სამკლაურის გაკეთების გამო გუნდის დატოვებას სთხოვენ”.
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში, რომელიც ნიდერლანდებისგან 3700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, გურამ კაშიას სამკლაურმა პროტესტი გამოიწვია.
ტექსტში “ასავალ-დასავალის” სტატიაც მოხვდა, რომლის ავტორიც გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვას მოითხოვს.
ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.
მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკასუპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს”, – განაცხადა კაშიამ ჰოლანდიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ. ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ და სპორტულმა ჟურნალისტებმა/
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან “ქართულმა მარშმა” საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. შედეგად 8 პირი დააკავეს, თუმცა სასამართლომ 1 ნოემბერს ისინი დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი 30 ნოემბრამდე გადადო.
imedinews.ge