ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი ღიღილოს სამკურნალო თვისებები. რომელსაც არა მარტო ხალხური, არამედ ოფიციალური მედიცინაც ფართოდ იყენებს სამკურნალოდ. ღიღილოს ყვავილებით დამზადებულ პრეპარატებს, ანიცინის წყალობით (რომელსაც ეს ყვავილი შეიცავს), აქვთ შარდმდენი თვისება.
ეს უპრეტენზიო ყვავილი აუმჯობესებს საჭმლის მონელების ფუნქციას, არის მატონიზებელი და სპაზმების მომხსნელი, აქვს ანთებსაწინააღმდგო, ანტიმიკრობული, ოფლმდენი და მსუბუქი ნაღველმდენი თვისება.
ჰომეოპათიასა და ხალხურ მედიცინაში ღიღილო განსაკუთრებით პოპულარულია თვალების დაავადების – გარეგანი გამოყენებისთვის – კონიუნქტივიტის, ბლეფარიტისა და დაღლილი თვალების მკურნალობის დროს.