ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, მიმდინარე 2017 წლის ივლისში უბედური შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭს სიცოცხლე შეეწირა. 15 წლის გიორგი ბაქანიძეს გარდაცვალების შესახებ “გურია ნიუსს“ აცნობეს, რომ ის საჭესთან იმყოფებოდა, როდესაც ტრაგედია დატრიალდა.
გიორგი ბაქანიძის დედა, ნინო მარგალიტაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ჩემი შვილი არ იმყოფებოდა საჭესთან. მან არ იცოდა მანქანის მართვა. საჭესთან იჯდა სხვა და ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცის. ექსპერტიზის პასუხი მოვიდა და მტკიცდება, რომ ჩემი შვილი არ მართავდა საჭეს, _ გვითხრა ნინო მარგალიტაძემ.
“გურია ნიუსი“ კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.