ვეფხვი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა რუსეთში, კალინინგრადის ზოოპარკში მოხდა.
ზოოპარკის ხელმძღვანელობის განცხადებით, დაზარალებულმა უხეშად დაარღვია უსაფრთხოების წესები და ვეფხვის ვოლიერში შევიდა.
მათივე თქმით, ვეფხვი ტაიფუნი 15 წელზე მეტია რაც ზოოპარკშია და აგრესია არასდროს გამოუხატავს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შემსწრე ზოოპარკის ვიზიტორებმა ვეფხვს ახლომდებარე რესტორნიდან სკამები დაუშინეს.
გავრცელებული ცნობით, დაზარალებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.