იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ,,რუსთავი 2-“ ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ აცახდებს, რომ სასამართლო ჩაკეტილი სისტემაა, რასაც უამრავი ფაქტი ადასტურებს. ამასთან, ჯანეზაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს სისტემაში არსებული ვითარების გამო, რაც, მისი განცხადებით, თითოეული თანამოქალაქის პრობლემაა.
_ ,,სასამართლო სისტემა ხდება ჩაკეტილი ორგანო და ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენთვის, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის, ვინაიდან ის არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო და ის არ უნდა იყოს ასეთი ტიპის ჩაკეტილი ორგანო, ის უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე“, _ განაცხადა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა. მისი განცხადებით, სასამართლოში არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ გავლენა იმისა, რომ საკადრო ცვლილებებზე გავლენა მოახდინონ.
,,სასამართლოში ძლიერი და გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ საკადრო გადაწყვეტილებეზე გავლენა მოახდინონ. უვადოდ 34 მოსამართლე დაინიშნა და არა _ 4. პრობლემა არის, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, რომ ვერავინ გაიგებს მიზეზს, რატომ დაინიშნა 34 და რატომ არა 4 მოსამართლე“, _ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გადაცემა რუსთავი 2 -ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში”.