ოზურგეთის #43-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც სოფელ ოზურგეთშია განთავსებული, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარლამენტართა საზოგადოების” წევრი ფიქრია მამარდაშვილი ამბობს, რომ მას შეუზღუდეს უფლებამოსილების გახორციელების შესაძლებლობა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ცდილობდა გადაეღო საარჩევნო უბანთან მდგომი მანქანა, რომელშიც მსხდომებს ხელში როგორც გვითხრეს “საეჭვო სიები” ეჭირათ. მათ კი ჟურნალისტს კამერის წართმევა დაუპირეს. ამ დროს მათთან “შკოდას” მარკის ავტომობილებით მივიდნენ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგის გამართვას გეგმავს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved