12 საათის მონეცემებით, ოზურგეთში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
როგორც „გურია ნიუსს“ ნომერ 60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის 3 საჩივარია შესული.
„12 საათის მონაცემებით ოზურგეთში ხმის მისაცემემად საარჩევნო უბნებზე 13 372 ამომრჩეველი მივიდა. არჩევნები მშვიდ გარემოში, ზედმეტი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სულ შემოსულია 3 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებთან არის დაკავშირებული და შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს“, _ განაცხადა თენიეშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 6 ქალაქში ტარდება.
მოქალაქეები ქალაქის მერებს ირჩევენ.