ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ხმა ოჯახის წევრებთან ერთად მისცა და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა.
“საარჩევნო პროცესი ზოგ უბნებში მიმდინარეობს მშვიდად და ობიექტურად, მაგრამ არის უბნები, სადაც სერიოზული ზეწოლები და ფსიქოლოგიური ტერორი მიდის. მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ ყველანი გამოცხადეს არჩევნებზე, მთავარი არის იყო აქტივობა და დააფიქსირონ თავისი პოზიცია
მთელი დღე თქვენ აშუქებთ პროცესებს. ფსიქოლოგიური ტერორი მიდის სოფლებში ამომრჩეველზე, აქტიურად არიან ჩართულები სოფლის რწმუნებულები, საკრებულოს დეპუტატები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. მინდა გითხრათ, ხალხს ეს არჩევნები მოგებული აქვს და ვერავინ შეაჩერებს მათ ნებას“, _ თქვა შარაშენიძემ მედიის წარმომადგენლებთან, რის შემდეგ “გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა.
_ თუ გაქვთ გეგმა თუ როგორ გააგრძელებთ პროცესს?
_ ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს. ხალხს აქვს სურვილი იმისა, რომ ოზურგეთში გაიმარჯვოს სიმართლემ.
_ ანუ თქვენზე, დამოუკიდებელ კანდიდატზეა საუბარი?
_ რა თქმა უნდა! დამოუკიდებელი კანდიდატი ნიშნავს იმას, რომ არანაირ პარტიულ კუთვნილებასთან, არანაირ დაჯგუფებასთან არ აქვს კავშირი. მე მიყვარს ჩემი ოზურგეთი.
_ ბატონო კონსტანტინე, ამ დრომდე აქვთ თუ არა თქვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე დარღვევების დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო ან ფოტო დაფიქსირებული?
_ ჩემს წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ექნებათ ყველა ფაქტი დაფიქსირებული. ზუსტად ვერ გეტყვით. ოზურგეთში დღეს იმყოფება სადამკვირვებლო მისია და მედიის წარმომადგენლები, ისინი ყველაფერს დააფიქსირებენ.