მომდევნო შაბათს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები უელსს უპირისპირდება.
როგორც ცნობილია, გუნდის შემადგენლობაში მერაბ კვირიკაშვილი, გასულ წელს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ პირველად ითამაშებს.
ავტოკატასტროფიდან 16 თვის გასვლის შემდეგ, კვირიკაშვილის სათამაშო მოედანზე დაბრუნება უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
როგორც THE TELEGRAPH წერს, ქართველ ვარსკვლავს ავარიის შემდეგ ჭრილობების მოშუშებაში სპორტი დაეხმარა.
„ქართველი ვარსკვლავის, მერაბ კვირიკაშვილის ტრაგიკული ამბავი აჩვენებს, რომ რაგბს დიდი ჭრილობების მოშუშებაში დახმარება შეუძლია“, _ასე ჰქვია სტატიას, რომელიც THE TELEGRAPH-მა გამოქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-სამტრედიის მაგისტრალზე 2016 წლის ივლისში მომხდარ ავტოკატასტროფაში მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე დაიღუპა.
ავტოავარიას ასევე 3 მგზავრი ემსხვერპლა.
როგორც THE TELEGRAPH წერს, სპორტსმენი და ასევე მისი გუნდელი, გიორგი ლომინაძე ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ გადარჩნენ, მაგრამ ინციდენტმა აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნის რაგბის საზოგადოება გაანადგურა.
„ეს ძალიან ემოციური პერიოდი იყო მერაბისთვის. შემთხვევიდან რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ ვუთხარი, რომ რაგბი დაეხმარებოდა გონების მოკრებაში და ყურადღების გასამახვილებლად ფოკუსს მისცემდა“,_განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგიმ.