პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო” ასაჯაროებს, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში.
როგორც ცნობილია, თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები _ მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეების _ ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.
რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვით, აღნიშნული მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება: ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.
ამ ეტაპისთვის, არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ: სარევიზიო კომისია _ რიმა ბერაძე; იურიდიულ საკითხთა კომისია _ ლევან ჟორჟოლიანი; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია _ გიორგი ბირბიჩაძე; განათლებისა და კულტურის კომისია _ თამარ ტალიაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია _ გიორგი ჩაკვეტაძე; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია_ რევაზ სოხაძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას; გარემოს დაცვის კომისია _ ერეკლე კუხიანიძე; ქონების მართვის და საფინანსო_საბიუჯეტო კომისია _ ირაკლი ზარქუა; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია_ ოთარ გრიგოლია; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია _ თინათინ ნიბლოშვილი; მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია _ ანა ლაშხი.