მზიანის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა უკვე დასრულდა. უბნიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხმების 64 პროცენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ მიიღო.
სიოროძემ წვერმაღალის საარჩევნო უბანიც მოიგო. მას ამ უბანზე ამომრჩეველთა 69 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
მზიანში სულ 228 ამომრჩეველია, წვერმაღალაში _ 343.