ვინც ერთხელ მაინც დაუსუსხავს ცეცხლივით მწვავე ჭინჭარს, ცდილობს, აღარ მიეკაროს. ჭინჭარს სარეველად თვლიან, თუმცა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. უძველესი დროიდან მას იყენებენ საკვებად და მკურნალობენ ფილტვებისა და ნაწლავების დაავადებებს.
ჭინჭარი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ბევრ ნივთიერებას, აქვს სისხლის შეჩერების, ჭრილობების შეხორცების, ანთებსაწინააღმდეგო, ნაღველმდენის, იმუნოტროპულისა და ესტროგენის მსგავსი მოქმედება.
კაროტოიდები და A ვიტამინი, რომელსაც ჭინჭარი შეიცავს, აუმჯობესებს მხედველობას, სუნთქვას, საკვების მონელებას, შარდსასქესო, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას. აძლიერებს იმუნიტეტს.
C ვიტამინით მდიდარი ჭინჭარი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების სტრუქტურის დაზიანებაში, აფერხებს დაბერების პროცესს.
ჭინჭარში შემავალი K ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შესქელების ერთ-ერთი ფაქტორის – პროთრომბინის გამომუშავებას.
ქლოროფილი და რკინის მარილი ააქტიურებს ერითროციტების წარმოქმნის პროცესს, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – აცეტილქოლინი, აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, აქვს შარდმდენის, ნაღველმდენისა და შაქრის დამწევი თვისებები.
ფლავონოიდები იცავს ორგანიზმს კანცეროგენების ზემოქმედებისაგან.