გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად სოფო ხორგუანი განიხილება. ხორგუანის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში იმსჯელეს – ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge-აქვეყნებს.
განიხილება თუ არა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად სოფო ხორგუანი ამის გასარკვევად “გურია ნიუსი“ ხურგუანს ტელეფონით დაუკავშირდა
“შეიძლება თქვენ უფრო მეტი იცოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მედიით გავიგე, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა სახალხო დამცველის პოსტზე. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები და საუბარი არავისთან მქონია. თუ იქნება რამე შემოთავაზება ამის შესახებ აუცილებლად გეტყვით“, _ გვითხრა სოფო ხორგუანმა.