თურქეთმა ერთსქესიანთა გერმანულენოვანი ფილმების ფესტივალი აკრძალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თურქეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ფესტივალს შესაძლებელია სიძულვილის ენის გაღვივება გამოეწვია ან ტერორიტული თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, Pink Life QueerFest-ის ორგანიზატორები 16-17 ნოემბერს ანკარაში 4 ფილმის ეკრანიზაციას გეგმავდნენ.
„ეს არღვევს ჩვენს უფლებებს“, _ ამბობენ ორგანიზატორები.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთში ჰომოსექსუალიზმი დაკანონებული არ არის, მაგრამ აქტივისტების თქმით, ჰომოფობია კვლავ ფართოდაა გავრცელებული.