მექსიკაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბონდის ხიდი “ბალუარტე ბისენტენიალი”, რომლის სიმაღლე 403 მ-ია, სიგრძე კი 1124 მ. ხიდი ქვეყნის ორ შტატს – სინალოას და დურანგოს აკავშირებს და გზას 6 საათით ამოკლებს.
ხიდი 2012 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 159 მლნ დოლარი დაჯდა, ხოლო მასზე გამავალი ტრასის -1,5 მილიარდი დოლარი.
მექსიკელებს იმედი აქვთ, რომ შესაძლოა, ეს ხიდი ისეთ ტურისტულ სიმბოლოდაც იქცეს, როგორიც, მაგალითად, ეიფელის კოშკია.