როგორც ცნობილი ხდება, ლანჩხუთის საკრებულოს მმართველი გუნდის ახალი შემადგენლობა რამდენიმე წუთში შეიკრიბება და საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ბოლო კონსულტაციებს გამართავს. ამ შეკრებაზე მართველი გუნდის წარმომადგენლები საბოლოოდ შეჯერდებიან, თუ ვის წარადგენენ საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
ფაქტობრივად, საკრებულოს თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია ნიგვზიანის მაჟორიტარ ბესო ტაბიძესთან დაკავშირებით. ასევე, ცნობილი ხდება, რომ მოადგილის თანამდებობას „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ქალაქში გამგებლის წარომადგენელი ლადო ნანაძე ჩაიბარებს.
ნანაძის შესაძლო დანიშვნას საკრებულოს მოადგილის თანამდებობაზე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს ბესო ტაბიძე, რომლის თქმითაც, საბოლოო კონსულტაციები მმართელ გუნდში რამდენიმე წუთში გაიმართება.
„საბოლოო კონსულტაციებისთვის ჯერ არ შევკრებილვართ, რამდენიმე წუთში დაიწყება. ნამდვილად ასეა, ჩემი კანდიდატურა _ თავმჯდომარის, ხოლო ლადო ნანაძის _ მოადგილის პოსტზე განიხილება“, _ გვიტხრა ტაბიძემ.
თავად ლადო ნანაძე კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„ვერაფერს გეტყვით, არაფერი ვიცი, დაველოდოთ შედეგებს“, _ ამბობს ნანაძე.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ინფრასტრუქტურის კომისიას ქალაქის მაჟორიტარი, გიგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს, რომლის კანდიდატურაც აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე სახელდებოდა.