ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გომში, კაკაურის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
მეხანძრები ფეხით გადაადგილდებიან, რადგან ადგილი, სადაც ხანძარია მიუვალია.
ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი, გურიიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ბესო ბოლქვაძე და გამგებლის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში ბესო ლომინაძე.
ხანძარი სოფელ გომში დღეს, საღამო ხანს გაჩნდა.