რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს უმცროსმა ქალიშვილმა, მსახიობმა როზალინდა ჩელენტანომ იტალიურ გამოცემასთან “Vanity Fair” ინტერვიუში საქვეყნოდ აღიარა, რომ ვარდისფერია და მეგობარ ქალზე დაქორწინება სურს.
მისი შეყვარებული მსახიობი სიმონა ბერიონია. თურმე ისინი კარგა ხანია შეუღლებაზე ოცნებობენ, მაგრამ იტალიაში ერთსქესიანი ქორწინება კანონით აკრძალულია…
“როგორც კი ეს გავიგე, ჯერ უფროს ქალიშვილს, როზიტას ველაპარაკე, ადრიანოს ცოტა გვიან ვუთხარით. ცხადია, ჩვენი სიყვარული როზალინდას მიმართ არ შეიცვლება და გვსურს, ის ბედნიერი იყოს. აჯობებდა, მისთვის ეს უფრო ადრე მეთქვა“, – თქვა ადრიანო ჩელენტანოს მეუღლემ კლაუდია მორიმ.