თემქაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვის გარდარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თბილისში, თემქის მე-11 მიკრო რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ.
თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი კი ამოტრიალდა.