სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპარაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. როგორც ცნობილი ხდება, ის რამენიმე წუთის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაით გადაიყვანეს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. .
სავარაუდოდ, ის ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია გვიან ღამიდან მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება.
ადგილზე ინტენსიური სროლა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მობილიზებულია 15-მდე სასწრაფო დახმარების მანქანა და სახანძრო სამსახურები.